სიცარიელე


საშინელი სიცარიელის შეგრძნება,
ეს ზუსტად ის მომენტია როდესაც სულის პეპლები, რომლებსაც ცოტახანი კიდევ შეეძლოთ ეცოცხლათ თავად დახოცე.
განცდიანია ყველა წამი, მოუსვენრობა მთელს სხეულში დაძრწის და ვერაფერზე ახერხებ კონცენტრირებას.
სინანულს ვერ გრძნობ, რახან იცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავად გადაუხდი შენს თავს ყველა გადაწყვეტილებისთვის მადლობას, მაგრამ სანამ ეს "ერთი მშვენიერი დღე" დადგება გაძლება მოგიწევს...
წინასწარ არაფერი იცი...
არ იცი როგორ და რანაირად გალევ დღეებს, მაგრამ სხვა გზა არ რჩება, ერთადერთი გზა გადარჩენამდე განადგურების გავლით გადის,
მაგრამ ბოლოს მაინც სინათლეა... ან გინდა იყოს...

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი