ვინ იცის იქნებ სწორედ ამ უარესში იყოს ხსნა...


ყველა ღამის ძილი რომ იღრიცხებოდეს დღევანდელ ღამესაც არა ჩაეწერებოდა ...
მიზეზი შენ ხარ ანუ საპატიოდ ითვლება ეს ღამეც...
შეიძლება თუ არა არსებობდეს ჩვენი სიყვარული თავგანწირვის გარეშე? შეიძლება ამ ყველაფრის შეცვლა? შეცვლა იმისა,რომ მთლიანად მე არ მეკუთვნი …ან გეკუთვნი კი მე მთლიანად შენ? ...
ჩვენ კი არცკი ვიცით ერთმანთი სადამდე მიგვიყვანს... და მაინც რომ ვიცოდე უთუოდ ტკივილი და თვითგანადგურებაა ჩემი ბოლო ალბათ მაინც ამ გზას ავირჩევდი, ავირჩევდი რადგან შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც ჩემი სული თვალდახუჭულმა შემიძლია ვანდო... ვერ გადამარჩენ....
აქედანვე ვიცი, ერთ დღესაც ჩიხში მოვიქცევი და შენ ვერ შეძლებ გადამარჩინო, ჩემივე გრძნობების სიმძაფრე მომიჭერს ყელში მარწუხებს და მათ აშვებას ვერ შევძლებ, შენ კი სურვილის მიუხედავად ვერაფრის გაკეთებას შეძლებ, მაგრამ ეს ჩემი გზაა ....
გზა რომელსაც თავადვე ვირჩევ.
მხოლოდ შენ შეგიძლია დამაყენო არჩევანის წინაშე ცუდსა და უარესს შორის... შენთან ყოფნასა და უშენობას შორის და ვინ იცის იქნებ სწორედ ამ უარესში იყოს ხსნა...
მაგრამ რის ხარჯზე ? რის ფასად? მაშინ შენთან ერთად საკუთარი თავიც უნდა დავკარგო, მე კი იმდენად გაგიჟებით ვარ შეყვარებული ჩემს თავზე რომ ამის უფლებას არ მოგცემ .
ეს ხომ ჩვენი საერთო გრძნობაა, ჩვენ ორივე ჩემზე ვგიჟდებით, ვგიჟდებით იმდენად, რომ არ შეგვიძლია რამე ვატკინოთ.
და თუნდაც ჯოჯოხეთი ერთადერთი გზა იყოს, მაინც არსად გადახვევას შევეცდებოდი, მაინც იმ გზას გავყვებოდი, სადაც შენთან ერთად ვივლიდი.
შენ კი ნუ ეცდები სიკეთეები აკეთო ჩემთვის, ეს ერთადერთი სიტუაციაა, როდესაც მინდა ეგოისტი იყო და თუნდაც მხოლოდ იმიტომ არ წახვიდე ჩემგან, რომ თავს კარგად გრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც იცი ჩემი გრძნობების აღქმის პატრონი ამით საკუთარ გაფერმკრთალებას ვაწერ ხელს.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი