გაუფერულდი
იცოდი ყველა ჩემთვის ძვირფას ადამიანს თუ ნივთს ჩემი ფერების "ჩარჩოში", რომ ვსვამდი და ინტერესით მკითხე მე, როგორ "დამაფერიანებო". ბედნიერად გიპასუხე "სიყვარულისფრად" თქო და გაგეცინა... მაშინ ვერ ვხვდებოდი შენი სიცილის მიზეზს, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და შენმა გაღიმებულმა ბაგემ ჩემს თვალებსაც გაბრწყინებისკენ უბიძგა. ეხლა კი... ეხლა ვხვდები, რომ შენ სიყვარულის ფერს ვერ ჩაწვდი... ხოო დღემდე არ იცი სიყვარული რაფერია, სწორედ ამიტომ გაგეცინა ჩემს გამოგონებულ "სიყვარულისფერზე"... მომავალში კი თუ ოდესმე გაგიჩნდება კითხვა რა ფერის ხარ ჩემთვის, თამამად გეტყვი, რომ გ ა უ ფ ე რ უ ლ დ ი . . . - - - შენზე დავწერე გამიუფერულდი თქო და ყველა მე "ამიმხედრდა" ნამდვილი სიყვარული არ უფერულდებაო... მხატვარი, როცა ნახატში გულს და სულს აქსოვებს მას ერთი წვეთი წყალი არაფერს დააკლებს, მაგრამ თუ მთელ ჭიქა წყალს გადავასხამთ შედევრის ფერებიც უფერულდება, არადა მასში ხომ მხატვარმა მისი გრძნობები ჩააქსოვა ასეა გრძობაც, მას მოფრთხილება სჭირდება. ერთმა შეცდომამ შეიძლება არაფერი დააკლოს, მაგრამ მრავალი შეცდომა ადამიანთან ყოფნის სურვილს გიკარგავს (გიუფერულებს) და არა გრძნობას. მე გრძნობა არ გამუფერულებია, შენ გაუფერულდი ჩემს თვალში. სულ ყველა ფერი დაკარგე, გრძნობა კი ისეთივე ფერადია, როგორც ცისარტყელა.... ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი