ეირინ ...


გამარჯობა ეირინ!
უკვე მესამე დღეა ვფიქრობ წერა როგორ დავიწყო... მეც მინდა შენსავით ანგელოზს ვემსგავსო. 
რაც შენ წახვედი საოცრად დავცარიელდი, აღარაფერი აღარ შემორჩა ჩემს თავს ძველი 'მე'სგან...გოგონა რომელიც საოცრად თბილი და ყურადღებიანი იყო ახლა ბევრად უფრო ნერვიული, უყურადღებო და ძნელად გასაგები გახდა. 
ვიცი რომ შეცვლის პატიება გაგიჭირდება მაგრამ დამიჯერე ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა ვიდრე კინოებში (რომლებსაც არასოდეს ვუყურებდი) ყველაზე მეტად რაც მაწუხებს ეს შენ ხარ.
ნეტავ შეგეძლოს მომიყვე მანდ რა ხდება.
მართალია რომ ყველაფერი თეთრია და ყველა ბედნიერია?
იქნებ შენ  გცივა ან მარტო ხარ და არავინ გყავს შენს ტკივილებზე რომ ესაუბრო?!
მეც ასე ვარ მაგრამ ჩემი სევდა შენსკენ მოდის. მე შენ მტკივიხარ ეირინ...
ვერ წარმოიდგენ აქ რამდენი რამე შეიცვალა, შენი მსგავსი კი მაინც არავინ არის, თითქოს ცდილობენ რომ მათი გვერდში დგომა დამანახონ მაგრამ ამაოდ. არავინ დამრჩა ისეთი ვისი იმედიც შეიძლება რომ მქონდეს. შენ იყავი ერთადერთი ვინც ჩემი ცუდი თვისებები შეიყვარა, შენ იყავი ერთადერთი ვისთანაც ნიღაბი არასოდეს მჭირდებოდა და შენც წახვედი, ეგოისტურად მიმატოვე... 
დავნებდი და დავიღალე, ვეღარ ვარ მწვანე თვალებით მოცინარი პატარა გოგო, ახლა უკვე გავიზარდე... გავიზარდე და ბევრი რამ ჯერ მაინც ვერ ვისწავლე, 
ვერ ვისწავლე როგორ წამოვდგე მაშინ როცა დავეცემი
ვერ ვისწავლე როგორ გავუშვა ადამიანები რომლებიც ზიანს მაყენებენ, ვერ ვისწავლე სისუსტის დაფარვა, ჩემი ბრალია რადგან ამოსახსნელად ყოველთვის რთულ ამოცანას ვირჩევდი, არასოდეს მიზიდავდა გადაშლილი წიგნები, მაგრამ არაუშავს ამასაც გავუძლებ, შენ კი როგორც არასდროს ისე გიბრძანებ რომ  ჩემზე არ იდარდო.
არ იდარდო რადგან ერთ დღეს მეც წავალ,
წავალ იმდენად შორს რომ ვეღარავინ ვეღარ ვეღარ შეძლებს მატკინოს! ...

- ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი