სევდისფერი საღამო
მაშინაც საღამო იყო... სევდისფერი საღამო... არ ველოდი იცი? არ ველოდი, რომ ასე უგულოდ მომექცეოდი და ატირებულს მიმატოვებდი.... შენს სიცივესაც არ ველოდი. გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ შენ სხვებს არ გავდი და ყველასგან განსხვავებული იყავი... არა, იყავი კიდეც განსხვავებული, დამიჯერე სხვა შენსავით უგულოდ ვერ მომექცეოდა. არადა მეუბნებოდი, თუ ვინმე გაწყენინებს გეფიცები არ გავახარებო გახსოვს? მე მახსოვს! ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა მინდა, რომ შენი სიტყვა არ შეასრულო. მერე რაა, რომ ჩემთან არ ხარ, მინდა გაიხარო და ბედნიერი იყო... ერთი წამითაც არ გაიფიქრო, რომ შენი კარგად ყოფნა (თუნდაც სხვასთან) არ გამახარებს, პირიქით მე შენი ბედნიერებითაც ბედნიერი ვიქნები ... ისევ ისე მიყვარხარ და მენატრები, როგორც აქამდე ... სიყვარულით მე ... ))) ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მაგარია!