არ შეიძლება ორ ისტორიას ერთმანეთის იდენტური შინაარსი ჰქონდეს
ქარი, წვიმა, თოვლი... ყველაფერმა ჩემს ზურგზე გადაიარა, მაგრამ არცერთი საღამო არ ყოფილა დღევანდელი დღის მსგავსი... აქამდე ჩემს გულში ისევე, როგორც გარეთ ავდარი იყო... ერთხელ ახალგაღვიძებულს ფანჯარასთან მოთამაშე მზის სხივი, რომ დავინახე გამიხარდა, გამიხარდა ვიფიქრე მეშველა და ჩემს სულშიც გამოიდარებდა, მაგრამ არა... ჩემს გულში ისევ ავდარი იყო: ქარი, წვიმა, თოვლი ყველაფერი ერთად... დღეს კი გარეთ საშინლად წვიმს, მაგრამ ვგრძნობ ჩემს სულში ნელნელა, როგორ იდარებს... დღეს თითქოს იმედი მომეცა, თითქოს რაღაც მანიშნე, რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით, ისეთი რაც მარტო ჩვენია... არ მინდა დავიჯერო, რომ ეს უბრალო დამთხვაა... მე მჯერა, რომ არასდროს არ შეიძლება ორ ისტორიას ერთნაირი შინაარსი ქონდეს... ვივიწყებ იმ სიტყვებს რაც შენს დავიწყებაში მეხმარებოდა... ვივიწყებ, რომ ასე მატკინე და გელოდები, ეხლა მაინც ნუ გამიცრუებ იმედებს, ნუ მიმატოვებ არაპოეტურად... დაბრუნდი! ჩამკიდე ხელი და აღარასოდეს გამიშვა... ისევ ძველებურად მიყვარხარ... არა ვიტყუები შენმა დაკარგვამ უფრო გამიღრმავა შენდამი გრძნობები ჩემო მოპოეტო... ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი