თვალებს უჩემობა არ უხდებათ


იმის მიუხედავად რომ რეალურად ერთმანეთისთვის ნორმალურად თვალებშიც კი არ ჩაგვიხედავს მე ყოველთვის ვგრძნობდი თუ რამდენად თბილი და განსხვავებული იყო მისი მზერა. 
ბევრი ადამიანი გამოჩნდა მის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში, ყველა თავისებურად კარგი იყო მაგრამ მისნაირი არავინ . 
არ ვიცი ალბათ ყველას მას ვადარებდი, ყველაში მის გამოხედვას ვეძებდი.
ბოლოს სარკეში ჩავიხედე და მივხვდი რომ გოგონა რომელიც ყველას ათბობდა ერთ ჩვეულებრივ გოგოდ იქცა, 
გოგოდ რომელსაც თავისუფლად შეეძლო დროის გასაყვანად და საკუთარი თავის კარგად საგრძნობად სხვისი გამოყენება.
დღემდე ვერ ვაპატიე ეს საკუთარ თავს, 
დღემდე ვცდილობ გავექცე სამყაროს სადაც ერთადერთი მიზანი გადარჩენაა. 
მას კი თუ ოდესმე კვლავ შევხვდები გვერდს ავუვლი ისე რომ მისკენ არც გავიხედავ. 
რატომ? 
ალბათ იმიტომ რომ საკუთარი თავი ქრონიკული სენისგან დავიცვა, სენისგან რომელსაც მის თვალებში დანახული უჩემობა ჰქვია.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი