შენს გვერდით მინდა!
შესაშურია სექტემბერი შენი სურნელით, არც შემოდგომის სილამაზე არ არის უცხო. გიყურებ... გისმენ... ვიღიმი და წამსვე ვჩუმდები რა ვქნა რომ მათბობ. ლამაზია ყოველი დილა, შენი სურვილი მთლიან სულში მალულად დაძრწის. არც ერთი ღამე არ სრულდება წყნარად და მშვიდად, გწერ... გხატავ... გხაზავ... მაგრამ მაინც არასდროს არ გშლი. რა ლამაზია შემოდგომის დაწყება შენით, რა ლამაზი ხარ, როცა შენს სულს მიშიშვლებ ცხადად. გამიმარტივე სიყვარული აგიხსნა ლექსით, მაგრამ აქ არ ხარ. არ ხარ ჩემთან... სხეულთან ახლოს, მხოლოდ ფიქრები უძლურია გრძნობების წინ და რა ვქნა თუ სხვასთან მცხოვრებიც კი ჩემს სულში სახლობ, - შენს გვერდით მინდა! ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი