ჩემო მარიამ ❤️❗


როცა შენთან ვარ ყველაფერი უფერულდება,
სიზმრებში ვხედავ შენს თლილ თითებს ჩემო მარიამ.
გამაფერადეს შენს მხრებთან მყოფ განვლილ წუთებმა
და თუნდაც მოვკვდე შენთვის მოვალ ისევ თავიდან -
ქვეყნად სადაც თბილ ღიმილებით მითბობ აისებს,
მეფერადები,
მემზეები,
მეწამწუთები.
სხვა ყველა მომენტს ეს ცხოვრება წაშლის... წაიღებს,
და რაღა გითხრა, ამ წამამდე რა მაქვს უთქმელი,
რომ ჩემი მზე ხარ,
ჩემი ცა
და
მთელი სამყარო
შენს ლამაზ ღიმილს შევადარე...
რაღა დავწერო.
ყველას დაკარგვას შევეჩვევი - შენსას არასდროს!
ამისთვის ღირდა დაბადება ეს რომ გამეგო -
რა ტკბილი არის ციცქნა ხელი ჩემს გაშლილ მხრებზე,
რა ტკბილი ხარ და რა სათუთი ჩემო მარიამ.
გვერდით თუ არხარ შეშლილივით დავდივარ, გეძებ
რომ შენთან ყოფნა შევისრუტო ყველა წამიდან.

და როცა გსუნთქავ ყველაფერი იგვლივ მშვიდია,
შენ ჩემი მზე ხარ, ჩემი ცა და სხივი ხვალისა !
ჩემს გულში ახლა ღმერთზე ცოტა მეტად დიდი ხარ,
ან თავად შენ ხარ ჩემი ღმერთი ჩემო მარიამ .

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი