ორი სამყარო თუ შექმენი ერთი მე მინდა!


განცდიანია ეს საღამო, გრძნობები მცვივა,
განცდიანი ვარ ზედმეტად და დღეს ვერ გამიგებ.
სულში ყვავილებს ანადგურებ - დასრულდე მინდა,
მაგრამ ამავდროს ძალა არ მაქვს - მე ვერ გაგიშვებ.
ვერც შენგან წავალ, სისუსტე ხარ ... მთელ სულს მიწამლავ,
უუფლებო ვარ, დამეცრიცა გრძნობის ფურცლები.
შენგან მოპარულ სურნელებას გულში ვინახავ,
მაშინ როდესაც თავადვე ხარ ჩემი ნუგეში.
მიყვარხარ უცხოდ... ჩემებურად... ჩუმად ... უენოდ,
სისულელეა ამ გრძნობების ჩუმ ფონზე წასვლა.
მაგრამ როგორღაც საკუთარ თავს უნდა ვუშველო,
გადამექეცი ყოველ წუთად და ყოველ წამად.
ვფიქრობ და ვფიქრობ... განვიცდი და სული წრიალებს,
ჩემი ოთახი ცრემლებს მალავს შუაღამის პირზე.
იმის ნახევარს რომ გაძლევდე, როგორც ინათებ,
თავად დაწერდი ჩემს გრძნობებზე უწყვეტად წიგნებს.
მადარდიანებ.... მიფერმკრთალებ თავადვე შენ თავს,
ურცხვ ფიქრებს, როცა სხვის სხეულში დაასეირნებ.
რა მარტივია სიმარტივე შემეძლოს შენთან,
მე კი რა რთულად გასაგებად გიწერ წერილებს.
და თუკი მიყვარს ზღვარს ვერ ვხედავ - მიყვარს მთლიანად,
ნაწილ ნაწილ და შარა შარა ვერ შეგაგროვებ.
თუკი აქამდე ქარბორბალმა გადამიარა,
უარეს ამინდებს მომიჩვევ და გზას შემატოვებ.
განცდიანია ეს საღამო - მე ნუ მომისმენ,
განცდიანი ვარ როცა ვკარგავ სიხშირეს შენსას.
გავჩუმდები და მეტკინება მაგრამ მოვითმენ,
შენ კი არავინ აღარ დაგწერს ფურცლებზე ლექსად.
ასე უგკვდავყოფ ჩემებურად... საშინლად მცივა,
თავს ვერ ვგრძნობ ახლოს შენს სულთან და უნდა გამიგო.
ორი სამყარო თუ შექმენი ერთი მე მინდა,
ისე არვისთან შენი თავი რომ არ გავიყო.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი