ხელს ნუ გამიშვებ იბრძოლე და გადამარჩინე.


შენ დღეს მზე ხარ და გამოდის, რომ მე ვარ ღრუბელი,
ჩემს სულს ღვთიური უცხო გრძნობის სხივი აჩინე,
შემომეცრიცა შენზე ფიქრში ბოლო ფურცელიც,
ხელს ნუ გამიშვებ იბრძოლე და გადამარჩინე.
ერთ დღესაც სადმე სასაუბროდ ჩამოვჯდეთ იქნებ,
უნდა მოგიყვე რაც მაწუხებს ... ყოველი შიში.
ერთი სიტყვითაც მთელი სულის დანაკლისს მივსებ
და გაღიმების მიზეზებად მეღვრები სისხლში.
აღარაფერი არ იქნება დავგეგმე როგორც,
უბრალო კითხვაც აღარ მინდა უშენოდ დავსვა.
სულში ყვავილებს ავაყვავებ ან სულ მთლად მოვსპობ,
გადამექეცი ტკივილების გასაფანტ ფარად.
და თუ შენ მზე ხარ, ჩემივ წესით მე ვარ ღრუბელი,
ყველა კანონი უძლურია გრძნობების წინ და
მერე რაა თუკი მე მეკუთვნი არცერთ უფლებით,
მხოლოდ შენ გგრძნობ და გეფიცები მხოლოდ შენ მჭირხარ.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი