მათბობ და მყინავ ერთდროულად


მიგულე შენად, მომაბარე რაც კი გაწუხებს,
რას მალავ ასეთს სიფხიზლეში, რომ გღღრნის და გტანჯავს .
ვცდი და მოგიშვებ სულს მოჭერილ მტკივან მარწუხებს,
და მე ვიქცევი შენი ყოფის ერთადერთ დარდად.
უნდა მოგეშვას...
გამიმუქდე სულში დღითიდღე,
არ გაფერმკრთალდე არასოდეს - შეგიგრძნო ჩემად,
დიდხანს ქუხდი და უცაბედად ისე იწვიმე,
ძალა არ ჰყოფნის დაგიტიოს პატარა ლექსმა.
ჩემი დილა ხარ...
გაღიმების მიზეზი (ჩუმი),
მინდა, რომ მგრძნობდე და არასდროს გაგიფერმკრთალდე,
იყო მომენტიც ჩემს ყოფაში მხოლოდ შენ მძულდი,
მაგრამ ჯანდაბას ყველაფერი თუკი შემავსე.
თუკი ჩემთან ხარ,
ჩემი ხარ და მაინც ნახევრად
დღეს სხვისი გქვია... სხვა გჩემობს და ვეგოისტდები.
გადამავიწყა უცხო სუნი შენმა მკლავებმა,
და ვერ აგიხსნი ჩემს თბილ სულში როგორ დიდდები.
მიგულე შენად.... მომაბარე რაც კი გაწუხებს,
მე შეგინახავ საიმედოდ ვით ძველი სკივრი.
და გეფიცები ოდნავაც კი აღარ მაწუხებს,
რომ ჩემი დილა აღარ არის გულწრფელად მშვიდი.

მათბობ და მყინავ ერთდროულად, სხვას ართმევ ჩემს თავს,
მე მართმევ სხვას და შენთან ყოფნა მთელ სულს მიგიჟებს.
ერთი თხოვნა მაქვს
გამიფრთხილდი!
ნუ მაქცევ ფერფლად
და მეტად იგრძნობ სხვა სიმშვიდეს შენში დღითიდღე.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი