გთხოვ არ გამიშვა ხელი...
შავ საყელოსთან ხალი წვიმის და ღამის ფონზე, მე შენი სუნთქვით მთვრალი, სხვა სამყაროში მოგსდევ. ზეცას ცრემლები სცვივა, ვიღაც თავის ბედს ტირის, აღარაფერი მტკივა მაშინ როდესაც ვიცი - რომ შენს სულთან ვარ ახლოს, თუნდაც სხეულით შორი რომ შორიდანაც გათბობ და შიშველ სულზე გკოცნი. არ დაიჯერო სხვების... არ დაუჯერო სხვა ხმას , ოდესღაც ყველა ვკვდებით და მე ვერ ვხედავ სხვა გზას უნდა დავირქვა შენი, თუნდაც სულ მცირე დროით, უნდა მოგხვიო ხელი და გაგაბრუო კოცნით. შავ საყელოსთან ახლოს სადღაც პატარა ხალთან, იქნებ შენ არც კი გახსოვს, რომ ურცხვი მზერა დამრჩა. მთელი სულით ვარ შენი, მთელი გონება გჩემობს, გთხოვ არ გამიშვა ხელი... არ შემატოვო ძველ დროს. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი