ლა ... ლა ... ლა


რამდენი კითხვაა რომელსაც აღარ ვსვამ,
ვინ იცის... იქნებ და პასუხებს ვარიდებ
ჩემ თავს და ჩვეულად ვღიღინებ " ლა ლა ლა"
თან ამ დროს ხმას ვუხშობ საკუთარ ნაბიჯებს.

დრო არის მივხვდე რომ ვაკეთებ ყველაფერს,
ნერვების ხარჯზე და შედეგი არც კი ჩანს.
შენ ჩემი მზერით რომ სამყაროს ხედავდე,
მერწმუნე არ მოხვალ ამ ქვეყნად ახლიდან.

ბობოქრობს ვნებები მწერალთა წიგნებში,
სიყვარულს ფურცლებზე უჩინეს ადგილი.
მე მაინც შენ ვარ და მე მაინც მჭირდები,
მერწმუნე გიყვარდეს არ არის მარტივი.

შენ როგორ შორს ხარ და როგორი უღმერთო,
ცრემლი სდით სტრიქონებს და ფურცლებს გაქექილს
უშენო სურნელი თან სდევს და იმონებს
სხვა ხარ და უჩემო...
სხვა ხარ და არ მელი...

და კითხვებს რომლებსაც წლებია აღარ ვსვამ,
ვინ იცის რამდენი რამ დარჩათ უთქმელი.
არ მკითხო...
ვერ გეტყვი ვინ ვარ და სადა ვარ,
დამუნჯდა ენა და დადუმდა ტუჩები.

მე ისევ ვღიღინებ "ლა ლა ლა... ლა ლა ლა..."
სამყარო საუბრობს, ფუჭია სიტყვები.
მე ისევ შენ ვარ და შენ შენც კი არახარ,
დღის ყოველ დასასრულს ახლიდან
იწყები.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი