დღეს ჩემს სხეულში არც კი ვიცი რამდენი 'მე' ვარ
მარტო ვდგავარ და ტანს მოხვეულ მარწუხებს ვებრძვი, დამდგარ წყალში კი ბაცილები თუკი მეტია, თვალებს დავხრი და მოჩვეული სიმორცხვით გეტყვი, მოჩვენებითად გვესმის გიჟებს გეომეტრია. ფრთებს მხრებში ვმალავ, არადა მსურს ფართოდ გავშალო, ოჰ როგორ მინდა გადმოვხედო მიწას ზეციდან. რა დიდია და რა პატარა ამ დროს სამყარო და მეც როგორი ბავშვური ვარ დედის ხედვიდან. რეალობის და გამოგონილ ცხოვრების ზღვარზე, გამოვიგუდე უსასრულო უჰაერობით. მე ყოველ ღამით ჭიქა სასმისს პირამდე ვავსებ და საკუთარ თავს წამითაც კი აღარ ვენდობი. შევიცვალე თუ დრომ შემცვალა? _ დავდუმდები და... ადამიანებს დავაბრალებ ეჭვთა გაჩენას. თუკი არ იცი დამერწმუნე დაბრუნდებიან, ადრე თუ გვიან ვინც წარსულში ვერც კი გამჩნევდა! ურთიერთობებს ყავასთან აქვთ დიდი საერთო, თუკი გაცივდა პირვანდელი გემო აღარ აქვს. მას არ შეეძლო ჩემთვის თუნდაც წამი დაეთმო, მე ყოველ დილით ლექსებს ვქმნიდი მისთვის გზადაგზა. დიდ რუხ ნაბადში შუაღამეზე კვლავ ზღვას შევყურებ, გაყინულ ტალღებს ჩემებურად თამაშს ვუბედავ. უნდა გაჩერდეს დედამიწა ჩემი შემყურე, უნდა გაჩერდეს ამ ყველაფერს ღმერთი თუ ხედავს... კვლავ მარტო ვდგავარ და აქ ახლა შუაღამის მზეა, კვლავ ის წყალი ვარ სიღრმეებში ბაცილით სავსე. დღეს ჩემს სხეულში არც კი ვიცი რამდენი 'მე' ვარ, გიჟიც, პოეტიც, ანგელოზიც... - მსურს ბავშვად დავრჩე! ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი