ცარიელი ვარ ...


ცარიელი ვარ ახლა ისე როგორც არასდროს,
ირგვლივ ყველაა - მაგრამ თავად არ ვიცი სად ვარ.
ღამის ფიქრებთან ნერვულ ფონზე ჭადრაკს ვთამაშობ,
ვერც დედოფლობა შევიფერე - არც მეფე არ მყავს.
ვერ მოგიყვები ჩემს შესახებ,
რა ვთქვა არ ვიცი...
შენი ხილვის დრო გულს მიჩქარებს ( რომ არ დამდგარა ),
სხვისი სურნელი თავხედურად ისევ ჩავიცვი,
შენი სუნთქვის და არსებობის გადასამალად.
და ყოველ ღამით შეშლილს ვგავარ, ფურცლებზე ნაწერ -
წერილებს ვწვავ და ალიონზე ფიქრებსაც ვტოვებ .
უნდა მოგიგო ერთხელ მაინც საკუთარ თავთან,
ჩემივე ნერვულ შეტევების სიმძაფრის ფონზე.
ცარიელი ვარ ...
სულის პეპლებს გზადაგზა ვკარგავ,
ვეჩვიე ღიმილს სიცოცხლესთან თანხმობის ნიშნად.
ვგრძნობ რომ წლების წინ ვინც ვიყავი ის გოგო არ ვარ,
მაგრამ თითქოსდა ბავშვურობა აღარც კი მინდა .
რომ ისევ ვიგრძნო რა ძნელია როდესაც კარგავ,
რომ იმედები პეპლებივით სამ დღეში მოკვდეს.
უნდა მოვიგო ერთი ღამე საკუთარ თავთან
და თუნდაც დილით ყველაფერი ამაოდ მორჩეს .

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი