მო'მენატრები
ასე მგონია გაჩერდება ეს გული მალე და ვეღარ შევძლებ მიწის სუნი ცხადად შევიგრძნო. ალბათ ერთ დღესაც სამუდამოდ დავხუჭავ თვალებს და ვერც კი ვიგრძნობ მიწად ყოფნა ოდეს თუ იყო. ვეღარ დავხატავ ნორჩ ყვავილებს ლამაზ ფერებით, ვეღარ ვუმღერებ მზის ამოსვლას ლამაზ სიმღერებს. სადაც ვიქნები იქედანაც მოგეფერები, შენ კი ნუ აწყობ მომავალზე ჩემო იმედებს. იცხოვრე წამით, თითქოს მორჩა... ეს დღე ბოლოა, იცხოვრე ისე სადაცაა გავქრები თითქოს. სადაც იყავი სიყვარული ყველგან მომქონდა, სადაც ვიყავი ყველა კუთხეს დავატყვე სითბო. მო'მენატრები, მი'გიგონებ და დავბრუნდები, ყვავილად რაზეც უამრავმა გადაიარა. ვიქნები წვიმა, ქარბუქი და ხან ნაზი თოვლიც, მაგრამ არასდროს აღარ მოვალ ადამიანად. ჩუმი 'პოეტესა' • გვანცა კომახიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი