მყარად ვიდექი ...


მყარად ვიდექი ხერხემალი გამომაცალე,
ეს ვფიქრობ ჩემო შენზე მეტად ჩემი ბრალია.
მზის მწველ სხივს ვგავდი ახლა ვგავარ შავ (მუქ) დარაბებს,
ნეტავ შემეძლოს რომ დავიწყო ისევ თავიდან.
შევცვლიდი ფიქრებს, ქმედებებს 
და 
ჩემს თავს საერთოდ,
დავადუმებდი ემოციებს სულში რომ კვლავ დუღს.
ეს სიყვარული ცოტა არის ... ან მე არ მეყო ,
გამოვიფიტე ... 
აღარ ვიცი ვინ ვარ და რა მსურს. 
კვლავ მყარად ვდგავარ,
უხერხემლო ... 
არაფრისმთქმელი ... 
ის მზის თვალები რომ გიყვარდა ვამსგავსეთ ავდარს, 
ღამით, როდესაც ვერ ვიძინებ ... უბრალოდ ვწვები,
ჩემს თავს ვუყვები ჩვენს გრძნობებზე მოგონილ ამბავს. 

✍️ჩუმი 'პოეტესა' • გვანცა კომახიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი