ორივე ვაგებთ ...


ორივე ვაგებთ, შენ მე მკარგავ _
მე ჩემს იმედებს,
არაფერია ღამის ფონზე დილის დადგომა.
რისთვის იბრძოდი ასე მძიმედ თუკი მიმეტებ,
ყოველი სიტყვა გულს მიცივებს, რაც კი წამოგცდა. 
ორივე ვაგებთ... უფრო სწორედ უკვე წავაგე,
შენთან ყოფნისას ჩემი თავი სადღაც ჩამომრჩა.
როგორი ვიყავ ვიხსენებ და გულს დარდი მაწევს,
გაქცევა მინდა იმ ძველ დროში ... (სადაც მარტო ვარ).
სადაც ჩემს გარდა გულს ვერ მტკენდა ვერავინ _ შენ კი 
სულ მთლად დაჟლიტე ჩემს სხეულში ედემის ბაღი.
არ ვიცი რატომ, რა არ გყოფნის ან რისთვის მებრძვი,
მუქ ღრუბლებს ვგავარ, როცა ადრე მზის მწველ სხივს ვგავდი.
მე წავაგე და ძლიერ მინდა შენც არ შეიგრძნო,
როგორ რთულია იმედები ჩაგაკვდეს ხელში.
გადავიღალე, დრო გადის და ახლა ვხვდები, რომ
ცოცხალი ვრჩები ფიზიკურად, სულში კი ვკვდები.

ჩუმი 'პოეტესა' • გვანცა კომახიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
Lilith 3 თვის წინ

💅🏻❤️

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი