გოგოს რომელიც მე მიყვარდა წარსულში ვტოვებ.
და ახლა ისევ როგორც ადრე ვუცქერ ალიონს , მაგრამ მეტყობა ძველებურად ლექსებს ვეღარ ვწერ. როგორ რთულია ფიქრობდე და ცუდად არიყო, ფონზე იმისა რაც გაანდე მიწას ზეცამდე. მე ახლა ისევ ძველებურად შევყურებ სარკეს, აღარაფერი დამრჩენია ჩემს თავთან ახლო. ვერ გავექეცი სამშვიდობოდ ცხოვრების მახეს, რაღა აზრი აქვს საკუთარ თავს შევჩივლო "რატომ?". სიტყვებს რომლებშიც ჩემს ტკივილს ვტევ ფასი აქვს ჩალის, სისულელეა ყველაფერი არაფრის ფონზე. გოგო რომელიც მე მიყვარდა მზესავით ჩადის, გოგოს რომელიც მე მიყვარდა წარსულში ვტოვებ. ჩუმი 'პოეტესა' • გვანცა კომახიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი