სხვას რას დაგიტოვებ დედაჩემო
სხვას რას დაგიტოვებ დედაჩემო, სხვა მე არაფერი შემიქმნია. სანამ შემიძლია უნდა ვწერო, თორემ ამაშიც ხელს შემიშლიან - სხვისი დამსხვრეული იმედები, ჩემი ოცნებების სასაფლაო. რა ვქნა... პოეზიით ვიკვებები, ყოფა კალმის იქეთ აღარ მახსოვს. მხოლოდ ერთი ფიქრი არ მასვენებს, თითქოს შენთან მოსვლას ვაგვიანებ. ყველა პოზიტივი გავასვენე, თვალებს შენთან უნდათ ნაღვლიანებს. დედი რა ლამაზად მიბერდები, გვიან შევამჩნიე, როგორ გგავარ. გუშინ მთელი ღამე წერილს გწერდი, ყველგან დაგეძებ და არსად არ ხარ. ჩემი წერილები გადაყარე, არ ღირს მეორეჯერ გადაკითხვად. მათი არსებობა გამაწამებს ძლიერ მომენატრე! სხვა რა გითხრა - გითხრა რას ვფიქრობ ან რას განვიცდი?.. ღიმილის კვლავ ვიყენებ დასაფარად - სევდის, რომელზედაც შენ არ იცი, სევდის მე რომელმაც გამაწამა. ვიცი უსათუოდ ატირდები, ჩემი მონატრება გაგაგიჟებს. ცოტაც მოიცა და მანდ ვიქნები, ახლა სხვა მიწაზე დავაბიჯებ. დედი ეგ ცრემლებიც მაპატიე, სანამ შემიძლია უნდა ვწერო. გრძნობა ფურცლებზეც ვერ დავატიე, ძლიერ მომენატრე დედაჩემო! ✍ ჩუმი 'პოეტესა' 🌺
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი