და მაპატიე


ვატყობ ეს წვიმა არასოდეს არ გადაიღებს,
არ დაბრუნდები...
ნეტავ გრძნობდე როგორ განგიცდი.
შენ ვერ შეძელი ან...  შეცდომა არ მაპატიე,
მე არ მეგონა ასე მწარედ თუკი დამსჯიდი. 
მენატრებოდი...
მენატრები ახლაც ძალიან!
გემუდარები დამინდე და სიზმრად ნუ მსტუმრობ. 
ვგრძნობ ყველაფერი ჩვეულებრივ ჩემი ბრალია,
თუ ვერ ბრუნდები ნუ დამტოვებ გთხოვ ასე ცუდ დროს.
ახლა, როდესაც ცუდად ვარ და გიცქერ შორიდან,
ერთი იცოდე შენს თვალებში ღმერთია ჩემი.
შენს მერე თუკი დამიჯერებ არვინ ყოფილა
და არც ვინმესთვის მიმიძღვნია ძვირფასო ლექსი.
მახსოვს იყო დრო შენც ჩემგვარად სულ ჩემზე წერდი,
იყო დრო, როცა შენს სულთან და ხმასთან მეძინა. 
ვცადე და მაინც ვერ გივიწყებ... 
ჩემიდან ვერ გშლი,
და მაპატიე ყველაფერი რაც კი გეტკინა.
და 
მაპატიე.... 
მაპატიე ყოველი სიტყვა, 
ყოველი ცრემლი, 
ტკივილი და ფიქრები მკვლელი. 
მეც სხვა აღმოვჩნდი - ისეთივე როგორიც გზიზღდა,
ალბათ ამიტომ ვერ ჩავჭიდეთ ერთმანეთს ხელი.

 ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი