ქარი ქრის...


ქარი ქრის !
არ ვდარდობ შენ მყავხარ,
ქარი ქრის !
ტკივილებს ვატან ქარს .
თამამად ვამბობ, რომ ჩემთან ხარ,
ჩემთან ხარ... 
ჩემი ხარ.... 
აქა ხარ ...
ქარი ქრის !
ხის ფოთლებს გზას აბნევს, 
შენ მთხოვ რომ არასდროს გავთენდე.
სიზმარი ასე რომ გახარებს,
აპირებს შენს გვერდით დაბერდეს.
ქარი ქრის!
ითოვოს...
იწვიმოს...
არ ვდარდობ გარეთ რომ აცივდა,
მინდა რომ ღმერთამდე ვიყვირო 
- მე შენი სურნელი მაცვია... 
და გთხოვ რომ არასდროს დაღამდე,
და გთხოვ რომ სულ ასე ანათო .
ფართოდ ვხსნი დაკეტილ დარაბებს
მინდა რომ მხოლოდ შენ გამათბო.
მოხვიდე და სულზე მაკოცო ...
მოხვიდე მერე რაა თუ ცივა,
უშენო ცხოვრება არ მომწონს 
უშენოდ წამიც კი არ მინდა.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი