მე არაფერი შემიძლია გაგიმარტივო
რამდენი რამე მოვიტოვე შენთვის უთქმელი, რამდენი ღამე გაილია ლოდინის პირზე. დღემდე მახურავს მორჩენილი შენი სურნელი, თვალებს ვხუჭავ და შეშლილივით თვალებში გიმზერ. მე არაფერი შემიძლია გაგიმარტივო, მხოლოდ გეტყვი, რომ სამუდამოდ ჩემში დარჩები. სადაც სუნთქავდი ყველა კუთხე ცრემლით აივსო, შემომხედე და მითხარი რომ კარგად გავხდები - თუნდაც ტყუოდე, თუნდაც შენი სჯეროდეს არვის, ერთადერთი ხარ ვის მოსვლასაც ვზივარ და ველი. ბევრად სუსტი ვარ ვიდრე გრძნობდი და ვიდრე ვჩანდი, გამთენიისას ვცოცხლდები და შუაღამით ვკვდები - მთვარის ცქერის და ვარსკვლავების მდუმარე ფონზე, ვკვდები და თითქოს აქ მთავრდება ის რაც არ იყო. ვერ ვინანიებ ხურჯინივით მხარმძიმე ცოდვებს, რაც კი დამთავრდა ყველაფერი ახლა დაიწყო! დაიწყო ჩუმი .... გაცრეცილი ფერების ყოფა, და ვითვლი დღეებს წამოსვლიდან შენთან მოსვლამდე. მე დავბრუნდები... უსათუოდ კვლავ შენთან მოვალ, მაგრამ ვიცი რომ ძველებურად ვეღარ მომარჩენ... ჩუმი 'პოეტესა' • გვანცა კომახიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი