Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_du9mtsl06upr323bld5807pu2k, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ახლა ვინატრე ... - ჩუმი პოეტესა | პოეზია

ახლა ვინატრე ...


ახლა ვინატრე აქ მყოლოდი და
მთელი სხეული უცებ გამითბა .
ერთ დღეს გადაღლილ თვალებს მოგიტან
ჩემი გრძნობების დასაბამიდან .
და შენ ვერც იგრძნობ როგორ გავცივდი,
სამყაროს როგორ გავუუცხოვდი .
რა გრძნობით მმართავ ჯერ კვლავ არ იცი
ან რას დავთმობდი შენ რომ მყოლოდი.
ახლა ვინატრე შენი შეხება,
თავად მოვედე ღიმილად სახეს
და ყველა გრძნობა რაც კი გეხება
სულს მიწამლავს და თან სითბოთ მავსებს.
ვერ გრძნობ რას ნიშნავს იცხოვრო სხვასთან,
მაშინ როდესაც ჩემს სულში სახლობ.
ჩემი გრძნობები მე თვითონ მკლავს და
შენც იგრძენი თქო არასდროს არ გთხოვ.
თავს ვაძალებ, რომ აღარ მინდოდე,
აკრძალულ გრძნობის დათმობა მიწევს.
დამამშვიდებდა ის, რომ ვიცოდე,
რომ ეყვარები სხვას ჩემზე ძლიერ.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი