ვერ გაფერმკრთალდი...


გარეთ, რომ თოვდა მე თეთრგულა ფიფქებს ვხატავდი,
ვეფერებოდი შენზე ფიქრებს დაუსრულებლად.
ტკივილს ბეღურებს ვკიდებდი და ღმერთთან ვატანდი,
ერთი იცოდე - არ წავსულვარ დაუბრუნებლად.

შენთან რომ წვიმდა ცხარე ცრემლის ვგრძნობდი დინებას,
შემომეცრიცე... გადმომექცა სისხლი მაჯიდან.
მე შენი წილი სიყვარულით სუნთქვა მინდება,
მინდა, რომ ხედად შენ მოსჩანდე ჩემი ფანჯრიდან.

იცი? არ ვცხოვრობ... სასიცოცხლოდ ვისუნთქავ ჰაერს,
ვისუნთქავ და თან ემოციებს ქუჩებში ვფანტავ.
ნუ გიკვირს გული თუ ვერ იტევს ნაგროვებ განცდებს
და მეც სევდისფერ რეალობას მოთეთროდ ვხატავ.

წვიმდა... მთელი დღე შეუწყვეტლივ ტიროდა ზეცა,
სისხლისფერ ცრემლით ასველებდა ქანცგაცლილ ქალაქს.
ფანჯრიდან ვუცქერ... გარეთ გასვლას ვერაფრით ვბედავ,
რადგან შენგვარად საიმედო არავინ არ მყავს.

წუხელ შუაღამით შენზე ფიქრებს ცოცხლად ვხატავდი,
ზეცა ვარსკვლავებს იწყვიტავდა ღვთისგან მალულად.
ჩემთან მყავდი და სიზმარშიც კი ცხადად გკარგავდი,
კვლავ, რომ მეტირა გაღვიძებულს სულაც არ მსურდა.

ვერ გაფერმკრთალდი... გიმეორებ დაუსრულებლად,
სისხლის გაჩერდა მიმოქცევა თითქოს მაჯებში.
მე არ წავსულვარ მოჩემფეროვ დაუბრუნებლად,
მინდა, რომ ხედად დაგიგულო ჩემი ფანჯრების.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი