მოხუცის სევდა...
მდინარის პირას სახლი ჰქონდა თურმე ბერიკაცს, ოქროსფერ მზესთან საუბარი ძლიერ ართობდა. უნდოდა მაგრამ უფლის გვირგვინს ჯერაც ვერ მისწვდა, თავისი მზერით ირგვლივ მყოფის გულებს ათბობდა. ყოველი დილა იწყებოდა მზესთან საუბრით, ყოველ საღამოს ღამენათევ პორტრეტს ხატავდა. დამეფიცება არავისთვის უთქვამს აუგი, თავის გრძნობებს კი მძლავრ დინებას უგზოდ ატანდა. მდინარის პირას მოძონძილი სამოსი ეგდო, ქოხივით სახლში უპატრონოს მარტოდ ეძინა. მოხუცის გულში სიყვარული ჩირაღდნად ენთო, ქალის პორტრეტი დაძინებულს გვერდით ეწვინა. ყველა ცდილობდა დაეწამათ მისთვის სიგიჟე, მზესთან საუბრობს... ღირებული არარა აქვსო. გიყურებთ თქვენ და თან ყველაზე წმინდას ვიფიცებ, ვერვინ ვერ მიხვდა მის სულში რომ ტკივილი სახლობს. ასეა ჩემო... ჩაგითვლიან გრძნობას ბოდვაში, ცოცხლად მოგკლავენ, მოგაყრიან ტკივილის ამბორს. ოჰ... როგორ გინდა ამდებ ყალბ თუ მართალ გრძნობაში, სულს რომ აგივსებს სიყვარულით ის გრძნობა ნახო. ასეა ალბათ, სულ არავინ ცადა გაგება, რატომ საუბრობს ბერიკაცი ცად მოსულ მზესთან, რატომ ატარებს ქალის პორტრეტს მუდმივ თანმდევად ან რატომ ჩქარობს სულ მუდამჟამ გაქცევას ღმერთთან. მე გეტყვით ახლა... მომისმინეთ დრო თუკი დაგრჩათ, ცოლი მოუკვდა სულ მთლად ჭაბუკს - დარდებით ულევს. ფიქრობს რომ მზეში მისი ცოლის თვალებსაც ნახავს, თვალებს რომელთან განშორებას დღემდე ვერ უძლებს. წლებია უკვე გაერიდა სხვათა სამყაროს, მისთვის მოიწყო საცხოვრისი საოცრად მშვიდი. ტკივა და ტკივილს ღიმილებით მოსავს საბრალო, რაქნას... სიყვარულს არ სჭირდება ფიცი და მტკიცი. გიჟი არ არის, დაჩაგრული ბერიკაცია, კაცი რომლის გულს სიხარულის წლები არ ახსოვს. მასაც ხომ სურდა, რომ ყოლოდა ციცქნა პაწია.. შვილი, რომელიც მამების გულს საოცრად ათბობს. გიჟად ნუ ჩათვლით თუკი ნახავთ მზისკენ მომღიმარს, საუბრით დაღლილს, სევდიანი - მეტყველ თვალებით. ოჰ, ეხლა ისე... გეფიცები ისე მომინდა, მის თვალშიც ვნახო ერთი სხივი რაღაც ნათელის. მდინარის ახლოს გამომვლელმა ყველამ იცოდა, მოხუცი მის წინ სხვა პერსონის ნახვას ვერ იტანს. მის სიკვდილამდე მისმა ცოლმაც მასში იცოცხლა, მდინარის პირას სახლი ჰქონდა თურმე ბერიკაცს. ჩუმი 'პოეტესა' (დათო გორგილაძეს)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი