შენი წილი სუნთქვა პოეზიით
ღამემ ემოციით დაღლილმა და მთვარემ დაზაფრულმა, ისევ ამაღმუვლა მარილმოყრილ დაჭრილ ცხოველივით. ქუჩა მოვიარე იარებზე რითმებ დაქარგულმა, ვწერ და ლექსებს ვარქმევ - 'შენი წილი სუნთქვა პოეზიით'. უფალს ავუტანე ნაგროვები ჩემი ღიმილები, სევდაგაცრეცილმა სიხარული ვერას ჩავაქსოვე. ზეცამ გამახსენა გვირგვინნაქცევ თეთრი გვირილები, ადრე სიყვარულზე ჩემს თითებში, როგორ კამათობდნენ. თითქოს ზაფხულისთვის ცრემლებმოცლილ კაბას ვიკერავდი, მაგრამ გაზაფხულმა ზამთრისაგან ყინვა დამიტოვა. მახსოვს შეგხედე და ჩემს სიყვარულს ცივად ირეკლავდი, მე კი შენი გრძნობა ქარს წაეღო სულაც არ მინდოდა. ქალაქს ეტყობოდა სიფერმკრთალით მშრალი დღეებიდან, ღამე შპიონივით ალიონთან, როგორ მაბეზღებდა. გრძნობებს ამოგიცლი წაკითვისას ჩემი ლექსებიდან, გრძნობებს ამოგიცლი , არ შეწუხდე! - ერთიც არ შემცდება. მე მზის შემობჯენილ სხივებისგან სითბოს ვიპარავ და მოვალ აივნებთან სიყვარულის სურნელს დაგიტოვებ. წუხელ ღამე იყო მოგონება ტკივილს მიფარავდა, ზეცა დაღონდა და სიმწრის ღიმილს ალბათ გაისწორებს. ღამემ ემოციით დაღლილმა და მთვარემ დაზაფრულმა, ისევ ამაღმუვლა მარილმოყრილ დაჭრილ ცხოველივით. ქუჩა მოვიარე იარებზე რითმებ დაქარგულმა, ვწერ და ლექსებს ვარქმევ - 'შენი წილი სუნთქვა პოეზიით'. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი