მე ჩემი თავი ღმერთს ვაჩუქე გადასარჩენად!
ჰოო... ის დრო იყო ყვავილებიც, რომ არ ხარობდნენ, ჩიტები ქვეყნებს რომ იცვლიდნენ სითბოს საძებნად. ფერად-ფერადი ოცნებები სადღაც აორთქლდნენ და ჩემი თავი ღმერთს ვაჩუქე გადასარჩენად. შორ სურვილებად მიმოფანტავს ოცნებებს სიო, წვიმს და ჩიტივით მობუზულა სული სხეულში. ვფიქრობ დააკლდა შეჩვეული წამების სითბო ან ის გრძნობები განსაწმენდად მე რომ შევუშვი. ვხედავ ... ცხადად ვგრძნობ ღამე დღეში როგორ გადადის, საუბარს ვმართავ გამთენიოს ეულ ქალაქთან. არცერთ ქუჩაზე ჩემს ქალაქში არვინ არ დადის - ქუჩაში სადაც არაფერი ჯერ არ დალაგდა. ვფიქრობ და ვხვდები ჩემზე მეტად მინდა ის უფრო, სადმე ეულად დაგინახო ღიმილით სავსე. და ბედნიერი შენი ხილვით ისე ვისუნთქო, ქალაქმა იგრძნობს - ფილტვებს შენი სახელი ავსებს. დღეს ჩემს სხეულში ტკივილები ბღავის ბავშვივით და შენზე ფიქრი მეწამლება - საოცრად მათბობს. იცი როგორ ვარ? საკუთარი თავით დასჯილი, თამამად ვამბობ, რომ ჩემიდან არასდროს დაგთმობ. ყველაზე მეტად ის მაგიჟებს რომ ყოველ დილით, გააზრებულად ჩემს ფიქრებში თავად გდარაჯობ. თავისგან გიცავ, შენზე ცუდის წარმოთქმა მიჭირს და მე ამ გრძნობით დღეს საოცრად ძლიერ ვამაყობ. ქროდა ქარი და დარდს ჩემს გარდა არვინ ხვდებოდა - ქალაქში სადაც ღამე ცოცხლობს გრძნობა არცერთი. მე სიყვარულის გამოხატვა რომ შემძლებოდა, მაშინ, ამხელა ჩანაწერსაც აღარ დავწერდი. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი