ახლო ხარ ღმერთო ...
ახლო ხარ ღმერთო, ხელს გიწვდი და ყოფას ვნებდები, ცხოვრებას ვისვრი ნაგავივით ღია ფანჯრიდან. დედის ჭაღარებს უცოდველი სულით ვეხები, სულით რომელიც სხეულიდან უკვე გაფრინდა. ვიგრძენი ერთობ შემოტევა ცოდვათა ჯარის, მაშინებს ის, რომ შანსი არის უფალს ვერ მივწვდე. სიძულვილი მაქვს მოჩვეული საკუთარ თავის, თავის, რომელიც შემომაკვდეს თავადვე იქნებ. ვცოდავდი ღმერთო, ვცოდავდი და შემდეგ ვხვდებოდი, სულის სიმძიმე მახრჩობდა და თრგუნავდა ყოფას. სოლო პარტიას ვიწყებდი და უმალ ვრჩებოდი, დღემდე ვერ ვხვდები რა აზრი აქვს ჩემეულ ყოფნას. მტოვებდა გრძნობა... მამშვენებდა ყალბი ღიმილი, როცა სიცოცხლეს სიკვდილისგან ჩემს თავს ვტაცებდი. ყველგან მესმოდა ხმაური და ხალხის ქილიკი, ნამდვილ გრძნობისგან პირფერობას მუდამ ვარჩევდი. ვგიჟდები ღმერთო... საკუთარ თავს ვამჩნევ სიგიჟეს, ვამჩნევ და თითქოს ასაფრენი მატყდება ფრთები. ჩემს უბედობას, ცხოვრებას და გრძნობებს ვიფიცებ, საკუთარ თავთან მარტოობის შესწავლას ვრჩები. დამთავრდა ვგრძნობ და მიმოქცევა წყდება მაჯებში, სისხლი ივიწყებს სასიცოცხლო თავის ფუნქციას. მაგიჟებს სუნი ჩემი ქუჩის ძველი თაღების, ისე ვარ თითქოს აქ შენს გარდა არვის უვლია. შენთან ვარ ღმერთო გავბედე და ყოფას დავნებდი, მთელი ცხოვრება მოვისროლე ღია ფანჯრიდან. სულის სიმძიმეს მე ჩემს ცოდვებს მუდამ ვამჩნევდი, სულის, რომელიც სხეულიდან უკვე გაფრინდა. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი