მოხუცი ბებო ...
დარაბებს მიღმა მოხუცი ბებო, წარსულის ცრემლით მომავალს ქსოვდა. გული ტირის და დამეხმარეთო მისი თვალები არავის სთხოვდა. სევდიან მზერას მიწისკენ დახრილს, თითქოს ამაყი იერი ჰქონდა და მის სახელზე მტვრიან ქალაქში უფლის ცრემლები ფიქრებად თოვდა. არ არსებობდა მისთვის ავდარი... წვიმაშიც, ქარშიც გვერდს ღმერთი ედგა, გამოდიოდა ლუკმის საშოვნად და ქალაქს მისებრ... უცხო ხიბლს სძენდა. სიჩუმით დაღლილს, მომჭკნარ ხელებით ტკივილით განვლილ გასულ დღეს ხევდა, 'მათხოვარი' ვარ დამეხმარეთო ვერა ბედავდა ვინმესთვის ეთქვა. დატანჯულ დღეებს სიმწრით გათელილს წარსულის კვალი თვალებში ახლავს, ნაწამებ მზერას, ხალხის განდევნილს დღეს მხოლოდ უფლის იმედით მართავს. ვიღაც თავხედი ბებოს სევდიანს ჯერ გაუგონარ სიტყვებით ლანძღავს, ალბათ არ იცის მოხუცს სხეულში თავისი ღმერთი მუდამ, რომ თან ჰყავს. დღეს როგორც გარეთ, სულშია ბინდი, ამინდის ენით ვიტყვი, რომ - ჯერ თოვს და ყველა დილის მოსვლასთან ერთად მოხუცის სახლში სანთლები ენთო. გახელილ თვალებს ტირილი არ სურთ და ამდროს გუგა ცრემლებსაც ვერ თმობს, მე ერთი მიკვირს, გავბედავ კითხვას - თუ ასე გიყვარს რად სწირავ ღმერთო?! დარაბებს მიღმა, ხნიერი ბებო უკვე გარდაცვლილ სნეულ ქალს მოჰგავს, გაქრა ტანჯვა და სულის წამება... გაქრა დღეების მტანჯველი გლოვა. სამოთხის კართან ფიქრის თარეშით, ღიმილით სავსე მოხუცი მოსჩანს, სიკეთით სავსე, თბილი თვალებით ღმერთს ხელში ჰყავს და თავისთან მოჰყავს. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი