წუხელ უშენობით შემოსილმა ჩემ მემ გამაწამა


მძიმე ხასიათით შენიღბული მქონდა მასკარადი,
ქუჩებს დავუარე შენი სულის უგზო მაწანწალამ.
სმენას არ სწვდებოდა საკუთარი თავის ლაპარაკი,
წუხელ... უშენობით შემოსილმა ჩემ მემ გამაწამა.

ვდგავარ მუხლმოდრეკით ხატის წინ და ურჩად მეჩემები,
ეულ ფიქრებშიაც ვერ ვიპოვე მცირე გამართლება.
ახლა სხვა გზა არ მაქვს... გამოგონილ სიტყვით გეფერები,
სითბოს შეჩვეულმა შევიძულე ყველა დაღამება.

ვწერ და საბოლოო წერტილს ვუსვამ ამ ჩემს აღსარებას,
თითქოს სუიციდი ხსნა არის და აღარ მეღიმება.
ვიცი ჩემი სული უგუნურთა 'წამალს' არ აჰყვება,
შემდეგ ვიკეტები ფიქრებთან და ცხარედ მეტირება.

ძაძით შევიმოსე, რომ ვიგლოვო ყველა განსაცდელი,
შენმა სიფერმკრთალემ ჩემს სიკვდილში როლი მოირგო და
თუკი შემომხედავ ძველი მესგან დამრჩა არაფერი,
არ მწამს იმ მითის რომ სატანჯველი ღმერთმა მოიგონა.

კვდები მაშინ, როცა გადარჩენა სიკვდილს აიგივებს,
როცა გინდა მაგრამ სიყალბითაც ვეღარ გეცინება.
ზეცა გაბედავს და შუა ზაფხულშიც ცოცხლად დაგიტირებს,
შენ კი ვერც შეიგრძნო გაცრეცილმა წვიმა შეიძლება.

მძიმე ხასიათით შენიღბული ჩემი მასკარადის
დავრჩი უნიღბო და უსუსური - ბავშვი მსახიობი.
ძლიერ მაშინებდა ირგვლივ მყოფთა ჩუმი ლაპარაკი
და მეც უგზო-უკვლოდ მთელს ქუჩებში მარტო დავდიოდი.

ვდგავარ მუხლმოდრეკით ხატის წინ და ბოლო სანთელს ვანთებ,
ვიცი... წლების შემდეგ მიპოვნიან მიზეზს გამართლების.
ალბათ იმ დროისთვის ჩაცვენილ და ერთ დროს ლამაზ თვალებს,
მცირე სურვილიც კი არ ექნებათ თავის გადარჩენის.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი