ჩუმი სევდა
ჩემს ქუჩაზე ერთი ბავშვი დადის სევდიანი... ძლიერ მეტყველ მზერით. ფეხშიშველი გოგლგოთის გზას გადის, უფალი ჰყავს იცის მხოლოდ გვერდში. ყოველ დილას მიუყვება აღმართს, დღემდე ახსოვს ჩახუტება დედის. ყველას ყავს და თავად არვინ არ ჰყავს, საფლავამდე მიაბიჯებს ფეხით. ასუფთავებს დაუმტვერავ სურათს, ეკლებს აცლის მამის დარგულ ვარდებს. უყვარს... რა ქნას დედის მკვლელიც უყვარს, ბავშვია და მან გაუძლოს რამდენს. ახსოვს ყველა ამოსუნთქვის წამი, ახსოვს დედა არ ტიროდა როცა ტკიოდა და იღიმოდა მაინც, ტკიოდა და კითხულობდა ლოცვანს. ახსოვს მამის არეული სახე, ნაწამები ჭრილობები დედის. შვილისათვის მომღიმარი ბაგე, სასმელი და... კაცის მძიმე ხელი. ნაადრევად მოუწია გაზრდა, ნაადრევად შეეყარა სევდას. მამა ჰქვია იმ ეშმაკის დამქაშს, ვინაც დედა გააგზავნა ღმერთთან. აღარ ტირის... აღარც შიშით ცხოვრობს, ყოველ ღამე ანგელოზებს ძერწავს. ახლა ერთი მიზანი აქვს მხოლოდ, არ ემსგავსოს იმას ვისაც ხედავს. ჩემს ქუჩაზე ყოველ დილით ვხედავ, ცრემლებშემშრალ ასაკგასულ მზერას. ვუყურებ და მასთან მისვლას ვბედავ, ვუყურებ და ... იქ ბავშვს ვეღარ ვხედავ. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი