თვითმკვლელის ფიქრები
თ - ავიდანვე აირია ყველაფერი, ვ - ერ დავტოვე ნაჩუქარი სიცოცხლე. ი - ცი ახლა დღეებივით მემატები, თ- უ ისურვებ მხოლოდ შენთვის ვიცოცხლებ. მ - ეგონა რომ დავტოვებდი სამყაროს, კ - რთება სულში დანთებული სანთელი. ვ - იცი გინდა შენმა სუნთქვამ გამათბოს, ლ - ურჯ ცას ჯერ კვლავ მოლოდინით გავცქერი. ე - მატება ყველა წამებს წუთები, ლ - ამაზია თითქოს შავი სამყარო. ი - სევ შენში ... შენს უბეში ვყუჩდები, ს - აათს მისი ადგილიც კი არ ახსოვს. ფ - იქრი ალბათ მომიშუშებს იარას, ი - ქნებ სულმა დაიმკვიდროს ადგილი. ქ - ალი არის სუსტი სქესი კიარა, რ - ომ დასჭირდეს ფეხით ცხრა მთას გაივლის. ე - რთხელ შენზეც მოვუყვები უფალს და ბ - ილიკს მოვრთავ ჩვენს გასავლელს - ტაძრამდე. ი - ცი? ჩემს გულს შენი სუნთქვა უყვარდა ... და დღეს კალამს ეს ფიქრები გავანდე. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი