შეხვედრა ღმერთთან
იცით რას გრძნობენ პოეტები, როცა კვდებიან? ლექსებს უშვებენ სულის ნაცვლად წამსვლელ ხორციდან. მთელი ცხოვრება მოსევდისფრო გრძნობებს მღერიან, გრძნობებს რომლებიც სიხარულის წამს ვერ მოიტანს . იცით რას გრძნობენ პოეტები, როცა კვდებიან? უნდათ გრძნობა, რომ განიცადონ ჯერ არ ნაგრძნობი. საკუთარ თავთან ჩაკეტილნი მარტო რჩებიან და წასვლის შემდეგ სული მათი ჩვენთან კვლავ მოდის. კვლავ მოდის მჯერავს გვირილებით სასვე მდელოზე, ჩიტად მოფრენილ ზეცისაგან ციცქნა ბეღურად. ედელვაისით გადავსებულ სპეტაკ ფერდობზე ან მისთვის სადმე ჩაიბუდებს მარტო - ეულად... მეტყვით რას გრძნობენ მაშინ, როცა კალმით დადიან, რომ საკუთარი მუზებისგან რაიმე შექმნან?! თქვენ თუ არ იცით, მე გაგიმხელთ სიკვდილს რა ჰქვია, პოეტის ენით მას ერქმევა "შეხვედრა ღმერთთან". ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი