პოეტის ქმარი


შენ უნდა გერქვას პოეტის ქმარი,
მრავალი რითმა გეხუროს მხრებზე.
არ უნდა ჰგავდე ფრთამოჭრილ არწივს
ეფერებოდე თითებით ლექსებს.

შენ უნდა გერქვას პოეტის ქმარი,
არ გაშინებდეს ცრემლები ჩუმი.
გიყვარდეს წვიმაც, თოვლიც და ქარიც,
არ გღლიდეს უგზოდ შემოვლა ქუჩის.

შენ უნდა გერქვას პოეტის ქმარი,
შეგეძლოს ზამთარს დაუხვდე მზედ და
ხან იყო ჩემთვის ნანატრი ბავშვი,
ხან თუ დამჭირდა შორს მყოფი დედა.

შენ უნდა გერქვას პოეტის ქმარი,
არ გღლიდეს ჩემი ლექსების სმენა.
არ იყო მორცხვი ბავშვივით ლაღი,
მაშინ როდესაც ცუდად მყოფს მხედავ.

შენ უნდა იყო ამაყი მაშინ,
ვიღაც უცნობი შემაქებს როცა.
თუკი ემსგავსე ეჭვებით აღვსილს
უშედეგოა პოეტის ლოცვაც.

მე? მე ვიქნები მზეცა და მთვარეც,
მთებსაც კი შევძრავ შენ თუ დაგჭირდა.
ღიმილით მოვრთავ გრძნობებით ბაგეს
და საკუთარი მესგან დაგიცავ.

ავაგებ შენთვის სხვის საშურ ბილიკს,
გახსოვდეს ის რომ მარად ვარ ბავშვი.
განვიდი ძლიერ უბრალო ტკივილს
და ხასიათებს შევიცვლი წამში.

შენ წლების შემდეგ თუ იტყვი 'ღირდა'
რომ აირჩიე პოეტი ცოლი.
ჩვენი გრძნობები საოცრად წმინდა
გახდება იმ დროს თვით ღმერთის ტოლი.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი