- დამლოცე მამაო !
დამლოცე მამაო... მოვედი ტაძრამდე, დაღლილი სულით და წყლიანი თვალებით. სინდისი ყოველთვის უდროოდ მაწამებს და სხეულს ვაჩვიე ტკივილის ღარები. დამლოცე მამაო... რამეთუ ცოდვები მთელ ზურგზე ეკლიან ხურჯნებად მკიდია. ვიცი რომ ოდესღაც მე ცოცხლად მოვკვდები, შეცდომის ღრღმულები იმოდენ დიდია. დამლოცე მამაო... არასდროს არ მსურდა, ლოცვების კითხვისას მეგემა ცრემლები. ბავშვობის სიწმინდე წლებია დასრულდა და ხატებს ბინძური თითებით ვეხები. დამლოცე მამაო... ცხორება მოკლეა, არ მინდა გავიყო სიცოცხლე სიკვდილთან. და თუკი ჩემს სიტყვებს ტკივილი მოჰყვება ავდგები და ცეცხლთან თავადვე მივიტან. დამლოცე მამაო... არ ვიცი მცნებები, ვერ ვბედავ შენდობა რომ ვთხოვო მამა ღმერთს. ბრძოლას ვწყვეტ და ისე უსუსრად ვნებდები, სიცოცხლეს ვუკეტავ სიკვილის დარაბებს. დამლოცე მამაო... ყოველთვის მიკვირდა, მიკვირდა ჯვარს გაკრულ, დატანჯულ ქრისტესი. მაწამებს ფიქრები დილამდე (დილიდან), სიმშვიდის სანაცვლოდ რას აღარ მივცემდი. საკმეველს ვათებ და ცოდვებმა ამრია, ცხოვრება ყოფილა მოსვლისთვის ამაო. დღეს ჩემს სულს სიმტკიცე და რწმენა აკლია, ამიტომ დამლოცე... დამლოცე მამაო. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი