ბე ...


აღარაფერი აღარ მახსოვს ვატყობ შენს იქით
ახლა ხედავდე სულ არმინდა ბები როგორ ვარ .
მე ვაიძულებ მწვანე თვალებს ძველებურ ციმციმს,
შენ მაგრძნობინე, რომ კვლავ მგრძნობ და მხედავ ოღონდაც.
ცარიელია შენს გარეშე ჩემი სამყარო,
სახლში სადაც სულ ვიჩქაროდი აღარ მელიან.
ნეტავ შემეძლოს ეს დღეები ქარს გავატანო
და კვლავ მოგპარო ჩემი წილი სითბო მზერიდან.
ჯოჯოხეთია ეს სიშორე ამდენ წლის შემდეგ,
როცა ბავშვურად შენს თბილ მკერდთან დიდსაც მეძინა,
უნდა გავუძლო მაგრამ მაინც რა ვქნა რომ ვერ ვძლებ,
ამომაგლიჯა შენმა წასვლამ სული მკერდიდან.
და დღეს განვიცდი...
ვერ ვისვენებ...
ვერსად ვჩერდები,
შენი სურნელით დაწყებული დილა მინდება.
ვეღარასოდეს გაკოცებ და ვერ შეგეხები,
გააზრებისას ყველა სიმი ერთად მიწყდება -
სულში რომელშიც შენ ანთიხარ დღისით და ღამით,
ვერ ვიცოცხლებ თქო გპირდებოდი თუ რამ მოგივა.
ახლა როდესაც ობოლივით ეული დავრჩი,
როგორ მპატიობ ამ სიშორეს, რომ ვერ მოვდივარ.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი