ღამე მდუმარეა ...
გვხვდება გაყინული სარეცელი - ღამე მდუმარეა, ვდგავართ ფანჯარასთან, გათენება გლოვას ემსგავსება. გვტკივა ღმერთმა იცის ჩვენ ორიდან რომელს უარესად, ერთი ის ვიცი, რომ მე არ მსურდა მხოლოდ მეარსება. დღეს ლაღ ცხოვრებასთან დავმარცხდი და ომი ვერ მოვიგე, ომი ვერ მოვიგე... უსუსური დავრჩი მეომარი. ახლა როგორ მინდა გელოდო და უცებ შენც მოხვიდე - უცებ შენც მოხვიდე შენთვის უცხო... ფიქრთა ტყვეობაში. ალბათ გადაღლილი სხეულისგან სულსაც გავნდევნიდი, სულსაც გავნდევნიდი რომ შეეძლოს ზეცას შეეხოს და დღემდე ეს თვალები სიცოცხლისგან სიკვდილდარჩენილი გრძნობის დარაბებთან უიმედოდ მხოლოდ შენ გელოდა. ახლა ორივენი ცალ-ცალკე და ღიმილშემოცლილნი ვდგავართ ჩაბნელებულ ქუჩებისკენ სახემიშვერილი. გწამდეს თუ დამჭირდი შენს ძებნაში ქალაქს შემოვივლი, ქალაქს შემოვივლი სხივდარჩენილ... ჩამქვრალ იმედივით. ყველა გათენება სულს თუ არა სხეულს აზიანებს, თვალებს შევაჩვიე რახანია სველი წამწამები. ვიღაც სიჩუმეში ძველ როიალს ისე აღრიალებს, როგორც მხეცი ღმუის დაჭრილი და ძლიერ ნაწამები. მხოლოდ ერთი ვიცი დარწმუნებით (ისე როგორც ადრე), გულზე დედის ლოცვა კვლავ მედება წმინდა მირონივით. უწინ სიცოცხლით და უფლის რწმენით სავსე, ახლა დავფარფატებ ჯერაც უცხო - (შენი) ირონიით. სადმე დაგიგულო ახლომახლო ახლა მხოლოდ ის მსურს, გვტკივა ღმერთმა იცის ჩვენ ორიდან რომელს უარესად, გარეთ ხეტიალით დაღლილებს და უკვე სახლში მისულს გვხვდება გაყინული სარეცელი - ღამე მდუმარეა. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი