ოცნების სორო
გამოვჩნდები და შორს დავდგები როგორც მჩვევია, უშენო დღეებს მოვუყვები მხრებზემსხდომ ჩიტებს. გამოვეცლები საკუთარ თავს ერთ დღეს ხელიდან, მეწამულ ცაზე მატყუარა, ცბიერი მზის ქვეშ. გადავშლი წიგნს და გავიხსენებ, როგორ გეძახდი, გადაგერჩინე ... გაგერიდე სამყაროს რისხვას. ჩემივ ფიქრებში განგრევდი და მევე გძერწავდი, სხვის გვერდით ხარ და რავუყო თუ შენს მხრებთან მინდა. რას არ ვედები ... უჩვეულო ცხოვრებით ვცხოვრობ, რჩევებს ვიძლევი სხვის კარზე და თავად ვარ ცუდად. გამოვიგონე ჩემს სხეულში პატარა სორო, სადაც ჩემს ნაცვლად არსებობ და ჩემს ნაცვლად სუნთქავ. გამოვჩნდები და ვერც შეამჩნევ ყოფნა-არყოფნას, უშენო დღეებს მიმოვფანტავ კედლებზე ლექსად. ძნელი ყოფილა ერთი სულის ორად გაყოფა, ძნელი ყოფილა გიყვარდეს და ვერ იყოს შენთან. გაფრინდებიან ჩიტებიც კი ჩემი მხრებიდან, საპირისპირო ქუჩები აქვს სახლს, სადაც ვცხოვრობთ. გამოეცლები ჩემს ფიქრებსაც ერთ დღეს ხელიდან და ფერფლად აქცევ გამოგონილ ოცნების სოროს. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი