დავწერ რომ მწამდი ღმერთივით და წყალივით მსურდი.
სადაც ვიყავი შენს შესახებ ყველგან მოვყევი, თუ რარიგ სხვა ხარ .... რარიგ სხვა და რარიგ უჩემო. დაგრეხილ გზებით ვიარე და შენთან მოვედი - თავს მსურს ვუშველო ! ჩამოვშალო ყველა დარაბა და ნაწილ ნაწილ მოვაგლიჯო ზეცას ღრუბლები. საკუთარ თავთან საუბარმა ისე დამღალა, რომ ჩემთან მყოფსაც ვეღარაფერს ვერ გეუბნები. ახლო ხარ სულთან, ქიმიას ვგრძნობ სხვებისთვის უცხოს, არ გაფერმკრთალდე - დედამიწა ამხედრდეს თუნდაც. დააგვიანე ჩემამდე და მიპოვნე ცუდ დროს , - გთხოვ ნუ ხარ ცუდად ! მე კვლავ მოგისმენ, კვლავ მოგპარავ გაყინულ მზერას, გაგიღიმებ და რეალობას გავყინავ წუთით. ჩემთან იქნები თუ სხვის მკერდთან კვლავ დაგწერ ლექსად, დავწერ რომ მწამდი ღმერთივით და წყალივით მსურდი. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი