- მე ვარ ქვეყნიდან


მე ვარ ქვეყნიდან სადაც წუხელ ილია მოკლეს,
გალაკტიონი გადამხტარა ღია ფანჯრიდან.
სადაც სიცოცხლეს უსათუოდ სიკვდილი მოსდევს
და სადაც ყოფა რეალობის ძველი თარგია.

ხან ცივა... ბნელა... მარტო ხარ და არა გახარებს,
ლოდინისათვის მიზეზებსაც ისე გაცლიან
გრძნობ საკუთარი არსებობა დაგასამარებს
და რასაც ხედავ ყველაფერი დიდი ფარსია.

არის სიბილწე... ორგულობა... შური... ღალატი,
დადგა ის ჟამი თავს მიიჩნევ სნეულ ბეჩავად.
იყო მომენტი არსებობას ხალხში მალავდი
და ერთ დღეს ჩუმად მიიცვლები როცა მზე ჩავა.

სიკვდილის მერე გაბრწყინდება შენი ხატება,
წმინდა ცრემლებლებით არაერთი აგიტირდება,
ამაო არის სიცოცხლეში შენი წვალება,
აქ სიკვდილამდე დაგაფასონ? - გაგიჭრდება. 

მე გათენება შევიზიზღე... ვჩუმდები რადგან,
ვარსებობ სადაც მოხუც დედას შვილი უკვდება.
ყველა ტკივილი გაივლისო ამბობენ მაგრამ,
არის ტკივილიც არასოდეს, რომ არ ყუჩდება.

სადაც ნაგავი სანაგვეებს პირამდე ავსებს,
ემოციები მთელს სხეულზე დარდებად დაგდის.
გარბიხარ, მაგრამ ვერ გაურბი წარსულის ლანდებს
და აქ სიცოცხლე უსათუოდ სიკვდილთან გადის.

მე ვარ ქვეყნიდან სადაც ხორცი სულზე ძვირია,
სადაც ვეჩვიე ბნელ ქუჩებში ღამით ხეტიალს.
სადაც დგებიან და მოსვლამდე ისე მიდიან
დაგაკარგვინებს ხვალის რწმენას სულით ღმერთიანს.

აქ წუხელ ღამით წიწამურთან ილია მოკლეს,
გრანელს მიაკრეს სიგიჟის ზღვარს მყოფის სტატუსი.
ასიდან ერთში თუ მოისმენ გულიან ლოცვებს
და მე თუ ვინმე ტაშს არ მიკრავს ამას რა უჭირს.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი