წვიმს და ნისლივით გადაეკრა ქალაქს სიკვდილი


წვიმს და ნისლივით გადაეკრა ქალაქს სიკვდილი
ახლა თუ წახვალ გამაგიჟებს შენი სიშორე.
რთული ყოფილა სხეულის და სულის ჭიდილი
და როგორ უღვთოდ მომენატრე ნეტავ იცოდე.

ნეტავ შენც გრძნობდე რა ძნელია დამტოვო ახლა,
მაშინ როდესაც იარების წამლად მეახლე.
მაგიჟებს აზრი რომ ჩემს გარდა შენ კიდევ სხვა გყავს,
ის სხვა რომელიც ჩემს არყოფნას ყოფნით შეავსებს.

გავიქცე უნდა... ლაჩარავით დავტოვო ველი,
ველი მე სადაც სულს ვტოვებ და ვაცილებ სხეულს.
შენი სიშორის გაფიქრებაც ყოფილა ძნელი,
და ამ სიშორის შეგრძნებები გამხდიან სნეულს.

წვიმს... ქალაქში კი სიკვდილია (ვშიშობ ძალიან),
ვიხილე ერთხელ გაყინული - მზერა უგრძნობი
ლექსებს რომ რითმებს გააცლიან ისე ამრია,
მასთან შეხვედრის მძიმე წუთებს მუდამ ვუფრთხოდი.

ვიპოვნი მანამ, სანამ ვინმე ცრუ ჭორს მომიტანს,
რომ ყველაფერი უსუსური წვიმის ბრალია,
წვიმის რომელსაც არ სძალუძს რომ ვინმე მომიკლას
და მომისაჯოს საცხოვრებლად გლოვის გალია.

ახლა კი წავალ მოვძებნი და - ვიპოვნო უნდა,
ჩუმად მივყვები მის ზურგს უკან განვლილ ნაბიჯებს.
(გებევრებოდა... არადა მე რა ცოტა მსურდა
და ახლა ჩემს გულს ძირს აგდებ და ფეხებს აბიჯებ.)

დავხვდი ქუჩაზე ისე თითქოს სულ არ ვიცნობდი,
მიმზერს და (ალბათ დრო არის რომ უკვე შევშინდე).
მაშინ როდესაც სხვის ხმაზე და სულზე ფიქრობდი,
მე ჩემი თავი (ბანალურად) მსხვერპლად შეგწირე.

ვიცი ხვალიდან მომაწერენ უამრავ ცოდვას,
შენ კი ერთს გთხოვ რომ გაარჩიო კარგი ავიდან.
შანსიც რომ მქონდეს იცოდე რომ აქ აღარ მოვალ
რადგან შენს ხელთ მყოფ სხვის თლილ თითებს ვეღარ ავიტან.


 ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი