ხან სჯობს რომ მოკვდე გააგრძელო ვიდრე სიცოცხლე
ხან სჯობს რომ მოკვდე გააგრძელო ვიდრე სიცოცხლე, რადგან იგრძენი იარები სულზე არ ცხრება. იცი და მაინც ამავედროს არ გსურს იცოდე, არის ტკივილიც შეგუებით რომ არ მარცხდება. არის სიბილწე... ორგულობა... შური... ღალატი, დადგა ის ჟამი თავს მიიჩნევ სნეულ ბეჩავად. იყო მომენტი არსებობას ხალხში მალავდი და ერთ დღეს ჩუმად მიიცვლები როცა მზე ჩავა. სიკვდილის მერე გაბრწყინდება შენი ხატება, წმინდა ცრემლებლებით არაერთი აგიტირდება, ამაო არის სიცოცხლეში შენი წვალება, აქ სიკვდილამდე დაგაფასონ? - გაგიჭრდება. გაგრიყეს ბევრჯერ.... ორგულობა ბევრჯერ დაგწამეს, ერთხელ ენახა შენი სული არვის უცდია. არ შეგარჩინეს სისპეტაკე - სიტყვით გაწამეს, და შენი ჩუმი ამოგმინვა არვის უგრძვნია. ღვთის ძე დაგყავდა სხვისთვის მალულ სპეტაკ ბუნებით, მუდამ გტკიოდა ბოროტთათვის როგორ ეწამა. ცხოვრებისაგან დაუწერელ კანონ უცვლელით - შენც ერთ დღეს ჩუმად მიიცვლები როცა მზე ჩავა. გტკიოდა ვიცი... დაგაჩოქა მხოლოდ ღალატმა, არსად იწვოდა შენს სახელზე წმინდა სანთელი. ვერ გაიხარა... ვერ იხარა მაინც ჯალათმა, რადგან უფალთან აიტანე სუფთა სახელი. ვერც მე გავიგე წუთისოფლის თავი და ბოლო, არ გაფასებენ სიცოცხლეში ქვეყნად იცოდე. მე ერთი ფრაზით შევამოკლებ დღეს ამ ლექსს მხოლოდ - ხან სჯობს რომ მოკვდე გააგრძელო ვიდრე სიცოცხლე. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი