ბენჟამინ
დაბნელდა ბენჟამინ... თვალები გყიდიან, შენს პორტრეტს დღედაღამ ვუცქერ და ვჩუმდები. თვალებმა ყველა გზა ზეპირად იციან, თვალებმა დაღალეს ლოდინით ქუჩები. შორია სითეთრე სულის და რითმების, შორია შენამდე მოღწევა ბენჟამინ. გავსებ და ამავდროს მე ისე ვიცლები, ვერ აღწერს სიტყვებით ჩემს გარდა ვერავინ. მაშინებს კაშკაში ვარსკვალვთა მეჯლისის, საცაა დავუკრავ ტკივილის არიას. მე წუხელ მესიზმრა ღრუბლების მეჯლისი ბენჟამინ ნეტავი ეს ხილვა რას ნიშნავს. ღვთისმშობელს ყოველღამ შენს სახელს ვახსენებ, არასდროს მჯეროდა მითების ზღაპრიდან. სადმე რომ ქუჩაში ერთმანეთს კვლავ შევხვდეთ მოვალ და ძველ გრძნობებს ავიშლი თავიდან. შანსს მოგცემ თვალებში შენი მზე იხილო, მერწმუნე ჩემზე მეტს გეტყვიან უსიტყვოდ. თუნდაც რომ ჭრილობა ახლიდან ვიტკინო, მინდა რომ შენს სახეს პირისპირ ვუმზირო. დავიწყე ბენჟამინ შესწავლა პორტრეტის, შენს თვალებს სევდისგან ჩრდილიც კი არ ააქვთ. მე როცა ვზივარ და ჯიუტად მოგელი, უეცრად ვიღაცა გამვლელი დამხატავს. დამხატავს უშენო... ჩამქრალი იერით, დაბრუნდი ბენჟამინ... უშენოდ ძნელია. იმ გულში სადაც მე უდროოდ მიღებდი, ვერ მცნობენ და ალბათ არც აღარ მელიან. ხანდახან ვფიქრობ რომ დრო არის დაგტოვო, იქ სადაც გრძნობების ცნობაც არ იციან. შენ გიწერ დღეს ამ ლექსს ... შენ ჩემო ბატონო წახვედი ჩემგან და - თვალები გყიდიან! გიყვარვარ ბენჟამინ! - მიყვარხარ იყვირე... გაბედე ჩახედო სიმართლეს თვალებში. არ მოსვლას ინანებ! ინანებ ვიცი მე, მოხვალ და დაგხვდები სიკვდილის მკლავებში. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი