ასე მგონია სადღაც ვიღაც ზის და მე მიცდის
ასე მგონია სადღაც ვიღაც ზის და მე მიცდის მივდივარ... და აქ დაბრუნება სულაც არ მინდა. მე მოვინდომე სულელივით გათელვა იმ გზის, რომელსაც მუდამ ათოვდა და სევდა აწვიმდა. მეხი გავარდა... მე ჩუმად ვარ, სხვები ჩხავიან, მთელი ქვეყანა კედელივით ცხვირწინ დამიდგა. ღამის ქარბუქმა ამითრთოლა სული ძალიან და ვერ ვცნობ იმ გზას რომელზედაც ფეხი დამიცდა. იცი?.. ჩემს უჯრებს დღეს ჩემს გარდა არავინ აღებს, სჯობს ვაღიარო, რომც დავწერო გრძნობა ლამაზად თითქოს სიკვდილთან ვთამაშობ და სიცოცხლეს ვაგებ, დღეს თუ გადავრჩი მოვინდომებ წასვლას აღარსად. როცა საათის ხმა მომესმის, მაფხიზლებს გლოვა, დროის უდაბნო სიჩუმეში ყვავივით მღერის. ვიღაც იძახის - ეგ თუ არა სხვა მაინც მოვა და ვინც მელოდა უსათუოდ მე აღარ მელის. უხცო მხარეში დაღლილივით ხეზე მიწოლილს მეფიქრები და ცოდვილივით ძილს ვპარავ ღამეს. მე ის არ ვიცი წლების უკან შენ რას ფიქრობდი ახლა მინდა, რომ გამოჩნდე და მომიყვე რამე. და როგორც წინათ, ჩამოვივლი ჩემი ქუჩიდან, რომ ერთხელ მაინც გავიხსენო შენი სურნელი. დღეს ეგ თვალები გაცილებით მეტად ლურჯია, ვიდრე ცრემლებით გაცრეცილი ლექსის ფურცელი. არ დააბრალო საბრალო სულს შენი ღალატი, უსინდისობად ნუ ჩამითვლი თუ აღარ გგლოვობ. ის რომ ხანდახან იმედიც კი გვრჩება არაფრის, ტყუილია და სიხარულის დაკარგვა მხოლოდ. ახლა მგონია ის სხვა ახლაც ზის და მე მელის, თვალებს ვხუჭავ და გავიფიქრებ, რომ მხოლოდ ეს მსურს. როცა შეცურავს ჩემს სახელზე მშვიდ ტბაში გედი გავყვები მთიელს... უფრო სწორად გავყვები ხევსურს. თეთრი ღრუბლები ამომიდგა გვერდით თავდებად, იგი ჩემს ვალსაც გადაიხდის ადრე თუ გვიან. შენთანაც მოვა უკითხავად წვიმა თავნება და შენ მხეცივით აგტკივდება, რომ სხვისი მქვია. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი