ივლისის ოცში


ოცი წლის უკან ჩემს ოჯახში სიცოცხლე იშვა,
ოცი წლის უკან ჩავეხუტე დედას პირველად.
ჩვეულებრივი... წამსვლელი დღე უხსოვრად იქცა
და ფოთლისთვალა მოევლინა ოჯახს იმედად.

ივლისის ცხრამეტს უცნაური იდგა საღამო,
მტრედები თითქოს გაიფიცნენ... ჩუმად ეძინათ.
ზეცას ისმოდა სიხარულის ხმები საამო,
ანგელოზებს კი ციცქნა გოგო გულზე ეწვინათ.

დავიბადე და უცნაური დამყვა სიცელქე,
მე მოუსვენრად გავატარე ჩემი ბავშვობა.
ოცი წლის თავზე გავბედავ და ჩემთვის ვიეჭვებ,
რომ ძველი წლების გახსენებას აზრი არ ჰქონდა.

მე დღეს რომ მტკივა სხვისი არა... ჩემია ბრალი
თქვენ არ იფიქროთ ფოთლისთვალას სევდა რომ სურდა.
წარსულის ქექვამ არ გამიქრო ოდნავაც დარდი
და დავუბრუნდეთ მოგონებას, რომ წლების უკან -

ივლისის ოცში გამთენიოს ბავშვი ატირდა,
ივლისის ოცში შეამჩნიეს უცხო მზე ცაზე.
ვერავინ მიხვდა წინა ღამით მტრედებს რა სჭირდათ
და ამ მტრედების სიჩუმეში - მე დავიბადე!

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი