დედის სევდა


ტაძრის ეზოში მუხლებზემდგარ "ჩვილ" ბავშვს შემოვხვდი
და სხულს შიგნით უხილავი ვიგრძენი ძალა.
ნაბიჯს ვდგამდი და უნებურად ხმაზე შევყოვნდი
"გადამირჩინე გთხოვ უფალო სხვა არვინ არ მყავს".

მადლი ფარავდა... ევსებოდა ცრემლებით გუგა, 
სიმწრით ახელდა ღამენათევ ნაცრემლარ თვალებს.
"გთხოვ არ გამწირო, დედამ მნახოს ქორწილში უნდა,
გთხოვ მასაც ნუ ტკენ, ქალია და ვერ უძლებს ამდენს."

ბავშვის სიტყვები ეკალივით მხვდებოდა გულზე
ვგრძნობდი და მძულდა საკუთარი თავი სნეული.
შევძულდე ნეტავ... არ დამინდოს, გამყიდოს ფულზე
ოღონდ ნუ ვტკივვარ, ამიდუღდა ღმერთო სხეული.

"იციი უფალო დედა ვნახე ღამე მტირალი,
ტიროდა ჩემთვის ამოუხსნელ, უკურნებ სენზე.
სხეულით მასთან... ფიქრებით კი შენთან ვიყავი,
გთხოვ ნუ წამართმევ, ხო გიყვარვარ... იფიქრე ჩემზე."

ყველა სიტყვაზე სანთელივით დნებოდა სული,
ირგვლივმყოფს თვალზე მოსდგომოდათ ობოლი ცრემლი.
-ნეტავ ვინ არის, როგორ ტირის, მეწვება გული
ქალს გავხედე და ჩუმად ვთქვი, რომ 
-შვილია ჩემი!..

ტკივილთა თქეშში უნებურად ვიგრძენი მზერა,
წამოდგა ფეხზე, მიყურებდა ნათელი სხივით.
-მე ვთხოვე ჩემთან რომ დაგტოვოს, ნუ ტირი დედა,
დაგტოვებს და მეც ვუერთგულებ მივეცი ფიცი.

 ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი