არის ტკივილიც არასოდეს, რომ არ ყუჩდება


ასე ნუ მიცქერთ .... ჩამოვჯდე და უნდა ვიტირო,
მე წლების უკან საკუთარ თავს ძლიერ ვეტრფოდი.
და დაღამება შევიძულე მხოლოდ იმიტომ,
რომ ეს ცხოვრება ბრძოლაა და არ ვარ მებრძოლი.

აქ ძლიერს უჭირს სუსტს კი არა ყოფის ატანა,
აქ უჭირს ყველას.... ჰაერია ლოდივით მძიმე.
მე როგორ შევძლო ამდენ შურში თავის გატანა,
მე როგორ შევძლო გერჩიათ და მესმინა იქნებ.

სარკიდან მიცქერს დაღლილი და ნატანჯი მზერა
და თვალებს ირგვლივ მთელი სახე მიცინის თითქოს.
ერთი შეხედვით ბავშვობაში ჩარჩენილს ვგევარ,
ერთი შეხედვით ვერ მიხვდები რომ შველას ვითხოვ.

თმები მაქვს მუდამ გაშლილი და მეყრება მხრებზე,
ღიმილით ვცდილობ არ ჩამოვრჩე ჯოკონდას პორტრეტს.
მხოლოდ თვალები დაგაფიქრებს ჩემს განვლილ წლებზე,
წლებზე რომლებსაც ყოველ ღამე ვუკითხავ ლოცვებს.

ახლა ის დროა ლაპარაკს, რომ ადრიან ბოდვას
ადამიანს კი სულიერად არვინ აფასებს.
გითვლიან ხელზე თითო-თითოდ ჩადენილ ცოდვას
და თუ იკითავ პასუხს ელი უკვე არაფერს.

მე ყოველ ღამე აივნიდან ზეცას ვუყურებ,
ვგიჟდები, როცა კვლავ ვეხები მიწას ფეხებით.
და ციდან ჩემს ბედს დედა ღვთისა ისე სლუკუნებს,
რომ უნებლიედ წვიმების დროს მის ცრემლს ვეხები.

მე გათენება შევიზიზღე... ვჩუმდები რადგან,
ვარსებობ სადაც მოხუც დედას შვილი უკვდება.
ყველა ტკივილი გაივლისო ამბობენ მაგრამ,
არის ტკივილიც არასოდეს, რომ არ ყუჩდება.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი