ღვთისმშობელო
მე მაპატიე ღვთისმშობელო... მე მაპატიე, რომ ყველა ღამე ამოვშალე ჩემი წიგნიდან. გულში იმდენი განსაცდელი ვერ დავატიე რაც დღეს აქამდე მოვიტანე შობის დილიდან. მე მაპატიე ღვთისმშობელო... არსად მელიან, ისევ ეულად გავუყვები ზეცის ბილიკებს. თეთრი მტრედები სიჩუმეში ისე მღერიან ვგრძნობ ... ცოდვილ სტუმარს უსათუოდ ღმერთი მიმიღებს. მე ახლაც ვცოდავ ღვთისმშობელო შენ რომ გახსენებ, დღეს წლების შემდეგ ჩემს ეზოში ნუში აყვავდა. საკუთარ სხეულს ვუყურებ და ვერსად ვასვენებ, მე საკუთარი არსებობა სიმწრით დამყავდა. მე მაპატიე ღვთისმშობელო, რომ ტანჯვით დაღლილს, ისევ გაწუხებ და ეს ჩემთვის არის წვალება. სული სხეულში არ ჩერდება ... უცხო გზით გარბის და მე ამ ლექსშიც ვერ ჩავტიე გარდაცვალება. მე ვაპატიე ღვთისმშობელო ყველა ჩემიანს, მღვრიე თვალები მოქცეული გულის ნაგლეჯში. სდუმს მწუხარება.... სულში ღმერთი ჩემზე მეტია და რომ შემეძლოს დედამიწას შუაზე გავხლეჩდი. ზეციდან წყდება ყოველ ღამე სიცოცხლის გუნდა, ჩემი სათქმელი ფურცლებზეც კი ვერ დავატიე. სხვისი ცოდვები.... ცრემლი რისთვის მდიოდა თუნდაც მე მაპატიე ღვთისმშობელო.... მე მაპატიე. ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი